სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 26 მარტ საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

  სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა.

მიღებულ იქნა დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25  დეკემბრის  23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშის დამტკიცების შესახებ.
  •  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ორბელში მდებარე 11 597.00 კვ.მ  (ს/კ 89.04.29.872) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი)  ა(ა)იპ ,,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სარაგბო კლუბ - ამარანტებისთვის“ (ს/ნ 442573029) გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  2025 წლის  მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.                                                                                                                       


სიახლეები