სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო აქტივობებზე, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებზე, განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.

სიახლეები