სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში 100 წლის ქალბატონი მოინახულეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში 100 წლის ქალბატონი მოინახულეს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა კოპალიანმა, სოფელ ლასურიაშში მცხოვრებ ლოლა ჭოხონელიძეს იუბილე მიულოცეს, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ქალბატონო ლოლა წლების მანძილზე გახლდათ ლეჩხუმის მოწინავე მეაბრეშუმე, დღემდე უძღვება ოჯახურ მეურნეობას, ჰყავს 2 შვილი, 8 შვილიშვილი. იგი დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის სოფელში.
დღეგრძელობას და ბევრ სიხარულს ვუსურვებთ ქალბატონ ლოლა ჭოხონელიძეს!


