სიახლეები

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი.
ფორუმს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები.

სიახლეები