სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით დაგეგმილი, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი შედგა
სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით დაგეგმილი, გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი შედგა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რევაზ ახვლედიანმა სახელმწიფო რწმუნებულს მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები ანგარიშის სახით წარუდგინა.
განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს მერიის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმაც.
თათბირს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.
სამუშაო თათბირზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცაგერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის და შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებაზე. ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერის და სოფელს ალპანის წყალსადენების მოწყობის სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ხარისხიანი სასმელი წყლით.
ქალაქ ცაგერში იწყება ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განახლებულ სტადიონზე მოეწყობა 300 ადგილი მაყურებლისთვის, 30 ადგილიანი ვიპ-ლოჟა, სივრცე მედიის წარმომადგენლებისთვის, საშხაპეები. ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 737 277 ლარია.
დასრულების პროცესშია ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის: სცენის, ლითონის ვიტრაჟების,საგრიმიორო ოთახების მოწყობა. მიმდინარეობს სველი წერტილების, არსებული ბილიკების, წყალმომარაგების სისტემის განახლება. შესასვლელში მოეწყობა ლითონის ახალი დეკორატიული ჭიშკარი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 357 797 ლარია. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრაზე, აგრეთვე საუბარი შეეხო ჯანდაცვის, განათლების, კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებს.


