სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში არსებული საინფორმაციო ბილბორდი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში არსებული საინფორმაციო ბილბორდი განახლდა.
ქვიშის ჭავლით გაიწმინდა არსებული სტელა-ნაგებობის ქვით მოპირკეთებული ზედაპირი და ლითონის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი.
მოხდა ძველი წარწერის დემონტაჟი და მოეწყო ახალი წარწერა მხატვრული ასოების დამაგრებით, ასევე, შეიღება ლითონის კონსტრუქციული ნაწილი.
აღნიშნული ლოკაცია, ბილბორდის განახლების სამუშაოების დაწყებამდე, დასუფთავდა და მოწესრიგდა, რაშიც ჩართული გახლდნენ ა/ა/აიპ ,,ცაგერის ახალგაზრდობის ცენტრის'' თანამშრომლები,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები-მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

სიახლეები