სიახლეები

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობამ ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე მედიკოსები მოინახულეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურული პროექცაგერისტების განმახორციელებელი მეწარმეები და კონტრაქტორ კომპანია შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლები, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.

სიახლეები