სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
,,ლაზარიანების უბანში" ეწყობა გზის გამამაგრებელი საყრდენი კედელი, სანიაღვ რე არხები.შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყობა არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი, ასევე, მოსახლეობის ეზოებთან მისასველელები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ ონისე ჩაკვეტაძემ.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 508 000 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სიახლეები