სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა./თავმჯდომარე-მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე/.
საბჭოს წევრების მსჯელობის შედეგად, კანონის შესაბამისად, დაკმაყოფილდნენ ბენეფიციარები, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა მძიმე დაავადებების, სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
პრიორიტეტი მიენიჭათ ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს, რომლებმაც ჩაიტარეს ძვირადღირებული გამოკვლევები და ქირურგიული ოპერაციები, აგრეთვე, ადამიანებს, რომლებთაც განსაკუთრებული სოციალური საჭიროებები აქვთ.
სულ დაკმაყოფილდა 147 ბენეფიციარის განცხადება.