სიახლეები

ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ლეგენდარული მორაგბის სერგო უგრეხელიძის სახელობის დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი

ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ლეგენდარული მორაგბის სერგო უგრეხელიძის სახელობის დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს:ქუთაისის (4 გუნდი), აჭარის(ბათუმი,ჩაქვი ქობულეთი 4 გუნდი), საჩხერის, წყალტუბოს, ჭიათურის, სამტრედიის, ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის 2014-2015 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 16-მა გუნდმა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს რაგბის კავშირი(კოორდინატორი პაატა ტყაბლაძე), მხარდამჭერი- ცაგერის მუნიციპალიტეტი.
ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზეს ჩვენი რეგიონის ნორჩმა მორაგბეებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე- მარიკა კოპალიანი , განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის  უფროსი გოგი კვირიკაშვილი, რეგიონული სარაგბო კლუბ ,,ამარანტების" მენეჯერი გიორგი ნებურიშვილი.კლუბის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი მწვრთნელი გელა ფირცხალავა.

სიახლეები