სიახლეები

გილოცავთ ხარებას

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
წირვა აღავლინა დეკანოზმა გიორგიმ (მდივანი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი გუგავასთან ერთად, სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მხსნელი.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს, უფალმა შეგვაძლებინოს ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭება.

სიახლეები