სიახლეები

ქალაქ ცაგერში კეჭნარის არხისა და კეჭნარის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ცაგერში ,,კეჭნარის სკვერის კეთილმოწყობის"პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები კეჭნარის არხზე.კერძოდ,ფართოვდება და იწმინდება კალაპოტი,კეთდება დამცავი გაბიონები,ეწყობა ტერასები,რაც ღელის ადიდების შემთხვევაში წყლის გადმოდინების დარეგულირებას შეუწყობს ხელს და ტერიტორიის დატბორვის რისკებს, ფაქტობრივად,გამორიცხავს.
არხის მთელ სიგრძეზე ეწყობა დამცავი რიკულები,რომელიც ხედის გალამაზებასთან ერთად ადამიანების უსაფრთხოებისთვისაცაა გათვალისწინებული.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,ინშაათ საქართველო".

სიახლეები