სიახლეები
6 აპრილს ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები ფრენბურთში მამაკაცთა გუნდებს შორის
6 აპრილს ცაგერის სპორტის სასახლეში
გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები ფრენბურთში მამაკაცთა გუნდებს შორის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა დაამარცხა ქუთაისის გუნდი . ფრენბურთის კლუბმა ,,ცაგერი" (კლუბის დირექტორი გია სილაგაძე, მწვრთნელები თემურ ჭაბუკიანი, დათო ლიპარტელიანი) დაამარცხა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი და აგრძელებს ბრძოლას მედლებისათვის.
ფრენბურთელთა ასპარეზობას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი,საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ფრენბურთელებს!