სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 15 აპრილს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე- თამაზ ჭაბუკიანი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღების თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.