სიახლეები

ქალაქ ქობულეთში გამართულ კონკურსში სხვადასხვა ქვეყნების ქორეოგრაფიულ სტუდიებთან და ანსამბლებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ცაგერის ბავშვთა ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი

9 ივლისს ქალაქ ქობულეთში ჩატარდა ფოლკლორული ფესტივალი-კონკურსი ,,ნარინჯისფერი ქობულეთი",სადაც საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნების ქორეოგრაფიულ სტუდიებთან და ანსამბლებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ცაგერის ბავშვთა ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი ,,ახალი თაობა"/ხელმძღვანელები-იმედა კვირიკაშვილი,ლია სტეფანოვა/.
ანსამბლი წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე და ფესტივალის გრან-პრი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ფესტივალში მონაწილეობდა ცაგერის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის- ,,ხვამლის" სოლისტი ანდრია ხაბულიანი/პედაგოგი ლია სტეფანოვა/,რომლის ვოკალურმა მონაცემებმა და შესრულებამ ჟიურის დიდი სიმპათია და პირველი ადგილი მოიპოვა.
ანდრია ხაბულიანი მიწვეული იქნა პოლონეთში,ქალაქ ვარშავაში ვოკალურ კონკურსზე.მისი გამგზავრება სრულად იქნება დაფინანსებული ორგანიზატორების მიერ.
ვულოცავთ და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მომავალ თაობას!

სიახლეები