სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოში გრძელდება შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა და ქვედა ლუხვანოში გრძელდება შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ეწყობა სანიაღვრე არხები,მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, მიმდინარეობს გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 924 600 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

სიახლეები