სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 23 აპრილს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 ნოემბრის ,,ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ N 35 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.“
პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 29 აპრილს 13:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის # 1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 28 აპრილს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტში 2024 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.“
პროექტი განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 30 აპრილს, 10:30 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 30 აპრილს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 30 აპრილს.