სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 30 აპრილს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 ნოემბრის №35 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული - ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის ცნობად მიღების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ცნობად მიიღეს ინფორმაცია:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების სამსახურის 2024 წლის წლიური ანგარიში.