სიახლეები

ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრება ფრენბურთში ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის

ცაგერის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრება ფრენბურთში ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის.
ვაჟთა გუნდების ასპარეზობაში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: პირველი ადგილი- ცაგერის მუნიციპალიტეტის
ლასურიაშის საჯარო სკოლა,მეორე ადგილი- ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის საჯარო სკოლა,მესამე ადგილი- ონის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა.
გოგონათა გუნდებს შორის: პირველი ადგილი - ცაგერის მუნიციპალიტეტის ზუბის საჯარო სკოლა,მეორე ადგილი- ლენტეხის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა, მესამე ადგილი- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ შესაბამისი მედლები და სიგელები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის, ძეგლთა დაცვის,სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროექტის ათი წლისთავთან დაკავშირებით , საუკეთესო თანამშრომლობისათვის სპეციალური დიპლომი და პრიზი გადასცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე- მარიკა კოპალიანი, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მერიების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები -მიხეილ დალაქიშვილი, გოგი კვირიკაშვილი,მედიკო ხვისტანი, ცაგერის და ლენტეხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები ირაკლი სილაგაძე და ბადრი ქარდავა.

სიახლეები