სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში ანსამბლ ,,რუსთავის" დაუვიწყარი შემოქმედებითი საღამო შედგა

ქალაქ ცაგერის კულტურის ცენტრში ანსამბლ ,,რუსთავის" დაუვიწყარი შემოქმედებითი საღამო შედგა.
მაყურებლის წინაშე წარსდგა ლეგენდარული ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი.
ანსამბლმა ხალხისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა და მაყურებლის ოვაციას დასასრული არ უჩანდა.გემოვნებიან მუსიკას ძალზედ აფასებს ლეჩხუმელი მსმენელი.
კონცერტის ბოლოს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას ბატონმა ანზორმა სამახსოვროდ ანსამბლ ,,რუსთავის" წიგნი-მემატიანე გადასცა.
კონცერტს ესწრებოდნენ:მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე,მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მოადგილე-რეზო ხეცურიანი,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს სამხარეო ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი,ლეჩხუმის საზოგადოება.
მადლობას ვუხდით ანსამბლ ,,რუსთავს" ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის!

სიახლეები