სიახლეები
ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის ,სპორტის სამსახურის და ა(ა)იპ სამხატვრო სკოლის (ხელმძღვანელი გია დავითულიანი) ორგანიზებით ქალაქ ცაგერში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სამხატვრო სკოლაში მოეწყო თემატური გამოფენა, ჩატარდა აქტივობა კალიგრაფიაში, მოლბერტსა და ასფალტზე ცარცით ხატვაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ნორჩ მხატვრებს მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


