სიახლეები

აგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი

14 აპრილს ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!"
კონკურსის მონაწილეებს მიესალმა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე.
ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი დეკლამატორები:ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის, ცაგერის, ქვედა ცაგერის, ზუბის, ლუხვანოს, დეხვირის, ლასურიაშის, ჩხუტელის, ღვირიშის, ნასპერის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, ცაგერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, რომლებიც გახლდნენ ჟიურის შემადგენლობა, აგრეთვე, მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები,პედაგოგები,მშობლები.
ჟიურის გადაწყვეტილებით,თითოეული მონაწილე გამოირჩეოდა დამახასიათებელი ხასიათით,კითხვის თავისებური ოსტატობით,საკუთარი ხელწერით და მშობლიური ენის სიყვარულით.
საკუთარი ლექსი წაიკითხა ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა.კონკურსანტებს მიესალმა ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ბახვა გუგავა.
მნიშვნელოვანია მსგავს და სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებით პროექტებში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურობა და ჩართულობა,რისთვისაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.
დასასრულს ,ღონისძიებაში მონაწილე ყველა კონკურსანტს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკისგან გადაეცა სამახსოვრო სამადლობელი სიგელი.

სიახლეები