სიახლეები
15 აპრილს ცაგერის სურათების გალერეაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა მოეწყო
15 აპრილს ცაგერის სურათების გალერეაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა მოეწყო.
გამოფენა გახსნა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ.
ლეჩხუმელი მხატვრების მიერ წარმოდგენილი გახლდათ 38 ნამუშევარი, რომელზეც 18-მა ავტორმა იმუშავა.
ნახატებს შორის გახლდათ მწერლის-აკა მორჩილაძის ნამუშევარი.
ყველა ნახატი საჩუქრად გადაეცა სურათების გალერეას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე- მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, ლეჩხუმის საზოგადოება, ახალგაზრდები.


