სიახლეები

ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადასვლის მსურველი მოხელეების საყურადღებოდ

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 მარტის N 28 დადგენილებაში 2018 წლის 01 აგვისტოს ცვლილების შესაბამისად  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში შეიქმნა   I  კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა,  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის I  კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად დაინტერესებულმა მოხელეებმა მუნიციპალიტეტის მერის სახელზე უნდა წარმოადგინონ განცხადება. განაცხადის წარდგენა მიმდინარეობს  2 სამუშაო დღის ვადაში, (9 აგვისტოს ჩათვლით).

1.       გადაყვანა განხორციელდება  მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების შესასრულებლად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში და მის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებიდან (ჰორიზონტალური გადაყვანა).

2.       გადასაყვანი მოხელე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

3.         განათლება: უმაღლესი

4.         სამუშაო გამოცდილება: სოციალურისაფინანსო -ეკონომიური მიმართულებით  ან/და  საორგანიზაციო საკითხებზე  მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

5.        კომპიუტერული პროგრამები:

-         Microsoft Word-დამაკმაყოფილებელი

-         Microsoft Excel-დამაკმაყოფილებელი

6.         სამართლებრივი აქტები:

-         საქართველოს კონსტიტუცია

-         ევროპული ქარტია,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ''

-         საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი''

-         საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ''

-         საქართველო ორგანული კანონი ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი''( I,II,III,IV) თავები.

-         ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის დებულების დამტკიცების შესახებ'' ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N 40 დადგენილება.

7.        კომპეტენციები:

-         ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;

-         ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;

-         დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

-         გუნდური მუშაობის უნარი;

-         კომპლექსური აზროვნება;

-         დროის ეფექტიანი მართვა;

-         საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

-         ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

8.       შესასრულებელი ფუნქციები:

-         ახორციელებს შემოსული განცხადებების , შემოსულ - გასული წერილების დამუშავებას.

-         სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულებას.

-          მონაწილეობს სოც. პროგრამების შემუშავება- განხორციელებაში.

-          უსახლკაროთა რეგისტრაციას და სოციალურ დაცვას.

-          მონაწილეობს ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვაში.

-          სტრუქტურულ ერთეულისა და  ინდივიდუალურ ამოცანების დასახვაში.

შენიშვნა:

განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებული  კანდიდატთან   საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ატარებს გასაუბრებას და მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის გადაყვანის შესახებ.