სიახლეები

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს

10 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
რწმუნებულმა სოფ.ლაჯანის საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი დასრულების ფაზაშია.
შემსრულებელს მიეცა მითითება არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.
ხელმძღვანელმა პირებმა ქ.ცაგერში კეჭნარის სკვერის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა- 
754 920ლარი.
პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია ბილიკების, გაზონების, სათამაშო ატრაქციონების, გარე განათების მოწყობა. აგრეთვე, პარკის მიმდებარედ გაბიონების,არსებული არხის გასწვრივ ღობისა და დაკიდული ხიდის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის დასრულების ვადა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერია.

სიახლეები