სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მოქმედ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მოქმედ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება დეკანოზმა გიორგიმ (მდივანი) აღავლინა.
სააღდგომო ლიტურგიას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სააღდგომო წირვა-ლოცვაზე ორბელის და ლასურიაშის ტაძრებშიც იმყოფებოდნენ, სადაც მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს!
უფლის აღდგომის მადლი ეწეოდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!


