სიახლეები
ჩხუტელის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით და ლეჩხუმელი ახალგაზრდის- ვასილ ქარსელაძის თანადგომით, ჩხუტელის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა.
ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის, ალპანის, ბარდნალის, ზუბის, ლაილაშის, ლაჯანის, ლასურიაშის, ცაგერის, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლების გუნდებმა.
ვიქტორინის კითხვები დაკავშირებული იყო ლეჩხუმის ისტორიასთან.
საინტერესო ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა, მესამეზე კი-ზუბის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გამოსული გუნდები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით და დიპლომებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.


