სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული სასოფლო კლუბების წარმომადგენლები.
საღამოზე წარმოდგენილი გახლდათ მუსიკალური, ლიტერატურული, ქორეოგრაფიული ნომრები, ჩვენს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების შესრულებით, ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
საღამოს უძღვებოდნენ კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე და ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის ,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


