სიახლეები

ლეჩხუმის განათლების სახლში ჩატარდა ღონისძიება „ფრთები განათლებით — წარმატების ამბები“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/აიპ “ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ორგანიზებით, (ხელმძღვანელი მარინე სვანიძე) ლეჩხუმის განათლების სახლში (ხელმძღვანელი იზოლდა ხვადაგიანი)ჩატარდა ღონისძიება „ფრთები განათლებით — წარმატების ამბები“.
ღონისძიება ეძღვნებოდა დეხვირის საჯარო სკოლის და ცაგერის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელის-ელენე ლეთოდიანის წარმატებულ გამოცდილებას.
ელენე ლეთოდიანმა გაიმარჯვა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ისტორიაში, მიღებული აქვს მაქსიმალური ქულები. მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს — ლელა ლომთაძესა და დარეჯან გასვიანს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ღონისძიებაზე ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგმა დარეჯან გასვიანმა.
დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა და პედაგოგებმა: ლამზირა ონიანმა, გვანცა ჭაბუკიანმა, ქრისტინა ჭაბუკიანმა, ინგა უგრეხელიძემ და თამარ ჩაკვეტაძემ წარადგინეს სკოლის წარმატებული პროექტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: დეხვირის სკოლის ყოფილი დირექტორები-თამაზ ხეცურიანი, გულივერ ბრეგვაძე, პედაგოგი- პაშა ახვლედიანი.
სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, ლეჩხუმის განათლების სახლის მთავარი მენეჯერი იზოლდა ხვადაგიანი, ცენტრის თანამშრომელი ნანა კოპალიანი, ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე და მოადგილე იზა ხეცურიანი.
ცენტრის სახელით ელენეს და ორივე სკოლას სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება მუსიკალურად გაალამაზა ცხუკუშერის საჯარო სკოლის ერთადერთმა მოსწავლემ და მისმა მასწავლებელმა ზურა ციბაძემ.ზურა ციბაძე თავისი ოჯახით სოფელ ცხუკუშერში დაბრუნდა, აძლიერებს სოფელს და ლეჩხუმს. ლექსები წაიკითხეს ღვირიშის სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ლევან ხვადაგიანმა და და-ძმა ციბაძეებმა. ასევე გამოირჩეოდნენ ლეჩხუმის განათლების სახლის სოციალური პროექტის – „გერმანული ენის უფასო სწავლება“ – მოსწავლეები: გეგა ჭაბუკიანი, საბა გუგავა და ანასტასია სილაგაძე (პედაგოგი: იზოლდა ხვადაგიანი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა და მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ლეთოდიანი.

სიახლეები