სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალაქის გამწვანების სამუშაოები განხორციელდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალაქის გამწვანების სამუშაოები განხორციელდა.
ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოსა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაირგო მარადმწვანე მცენარეები, დეკორატიული ბუჩქები.
ქალაქ ცაგერის გამწვანების სამუშაოებში ჩართული გახლდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე, ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, ა/ა/იპების თანამშრომლები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის გამწვანების აქციები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სიახლეები