სიახლეები

ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში 89 წლის ამაგდარ ქალბატონს ნანული ფუტკარაძეს ესტუმრნენ

ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბელა საღინაძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან-მარიკა კოპალიანთან ერთად სოფელ ნასპერის მკვიდრს, 89 წლის ამაგდარ ქალბატონს ნანული ფუტკარაძეს ესტუმრა.
ქალბატონმა ნანულიმ წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კულტურულ-საგანმანეთლებლო სასწავლებელი და მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. 40 წელი მოღვაწეობდა საბიბლიოთეკო სფეროში სოფელ ნასპერში, ამავე დროს, ღვირიშის საშუალო სკოლაში ასწავლიდა მუსიკას.წიგნები და ჟურნალ-გაზეთები რომ დაინტერესებული პირებისთვის მისაწვდომი ყოფილიყო, ,,მოძრავი ბიბლიოთეკა,,შევქმენითო -დიდი ემოციით და სიყვარულით იხსენებს მისი მოღვაწეობის წლებს.
სოფელ ნასპერში შექმნა ოჯახი, 4 ქალიშვილი გაზარდა, სამწუხაროდ, იგი შვილმკვდარი დედაა, მანანა ღურჭუმალიძის დედა. ჰყავს 9 შვილიშვილი,8 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილისშვილი.
ღირსეულ ქალბატონს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკისაგან გადაეცა მადლობის სიგელი, საბიბლიოთეკო სფეროში 40 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მთავარი ბიბლიოთეკისაგან.
ყველა პროფესიას ჰყავს ადამიანები, პროფესიონალები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით ღირსეული კვალი დატოვეს მუნიციპალიტეტის ისტორიაში.ამ ადამიანებს უდავოდ დაფასება და ყურადღება სჭირდება.ეს დღეც სწორედ ამის დასტური იყო.დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ამაგდარ ქალბატონს.

სიახლეები