სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური შესასვლელის, სათამაშო, საძინებელი, სასადილო სივრცეების, დარბაზის მოწყობა. მოწესრიგდება სანიტარული კვანძები, კვების ბლოკი,სამზარეულო,სამედიცინო ოთახი, ოთახები პერსონალისთვის და სხვადასხვა სათავსოები.
ბაღის რეაბილიტირებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.
პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ეზოს, გარე სივრცის კეთილმოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 663 970 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები 2026 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.


