სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე, აგრეთვე, ქალაქ ცაგერში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
განიხილეს მიმდინარე სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.


