სიახლეები
აგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებსა და კონტრაქტორი “ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებთან
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებსა და კონტრაქტორი “ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებთან, რომელიც ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ანგარიში წარადგინეს შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე დეტალურად ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებულ მდგომარეობაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.
შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


