სიახლეები

სამხარეო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ხათუნა ღურჭუმალიძის საქმიანობას ადგილზე გაეცნო,სოფელ ნასპერში

11 ივლისს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან-გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ნასპერში, 
მეწარმე -ხა­თუ­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
ხათუნა დაწყებითი კლასების მასწავლებელია, სოფელში 23 წლის წინ დაბრუნდა. მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ბოსტნე­ო­ბას მივსდევს, სტუმრების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს, შვი­ლებ­თან ერ­თად აკეთებს სათ­ბურს,მოჰყავს პა­მი­დორი, ბად­რი­ჯანი, ბულ­გა­რული წი­წა­კა.
ლე­ჩხუ­მუ­რი ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ადგინა და ამ­ზა­დებს ლე­ჩხუ­მურ სა­წებ­ლებს - წოს, ადე­სუ­ლას, შავი ადე­სი­სა და ბრო­წე­უ­ლის წვე­ნისგან.
ცნობილია მისი მომზადებული "ბებოს მარილი".
აგრეთვე, აწარმოებს ქვევრის ყველს და სხვა პროდუქტებს.
მასპინძლობს ეკო-ტურისტებს და მათ ეთნო ტურებს სთავაზობს.
ხათუნა არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდ"ტასოს" სოციალური მუშაკია ღვირიშის თემში,ამასთან, მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებში და პროდუქციას ყოველწლიურად სხვადასხვა გამოფენაზე,მათ შორის აგროტურისტულ ფესტივალზე წარმოადგენს.

სიახლეები