სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით, „რა მომცა წიგნმა? წიგნის როლი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში“
ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით, „რა მომცა წიგნმა? წიგნის როლი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში“ .
ღონისძიებაზე ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წიგნის როლს განათლებული თაობის აღზრდის საქმეში.
ცაგერში პირველი ბიბლიოთეკის დაარსებისა და საბიბლიოთეკო საქმის განვითარების ისტორიაზე ისაუბრა სამკითხველო დარბაზის ბიბლიოთეკარმა მანანა გოგიძემ.
ღონისძიებაში პედაგოგები, ბიბლიოთეკის მკითხველები და სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ .
ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად დავით კოპალიანის წიგნები გადაეცათ.