სიახლეები

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად, ,,მწვანე თეატრში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად, ,,მწვანე თეატრში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რევაზ ახვლედიანმა პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა და ხაზი გაუსვა განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის როლს
მუნიციპალიტეტში კულტურული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობაში.
პროექტი ითვალისწინებს თეატრის ინფრასტრუქტურის სრულად განახლებას. მოეწყობა სცენა, ლითონის ვიტრაჟები, საგრიმიორო ოთახები, განახლდება წყალმომარაგების სისტემა.
პროექტის ფარგლებში, ხიდიდან ,,მწვანე თეატრამდე" მისასვლელად მოეწყო ბეტონის გზა, ასევე რეაბილიტირდა არსებული ბილიკები.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 357 797 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სიახლეები