სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი გაეცნენ.
რევაზ ახვლედიანმა ხაზი გაუსვა სამუშაოების ხარისხიანად შესრულებისა და დაგეგმილ ვადებში განხორციელების აუცილებლობას.
პროექტით გათვალისწინებულია გზაზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, რკინა-ბეტონის კიუვეტების, ცხაურების და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 270 273 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.