სიახლეები
სკოლის დამთავრებას გილოცავთ მეთორმეტე კლასელებო!
დადგა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ახალ გზას გაუყვებით, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, განვითარების ახალი პერსპექტივითა და პასუხისმგებლობით.
ყოველთვის გახსოვდეთ სკოლის ბავშვური, სიცელქით სავსე წლები, მეგობრები და უპირველეს ყოვლისა მასწავლებლები, რომლებმაც უდიდესი ბიძგი მოგცათ ცხოვრების ამ ეტაპზე, მათ თქვენში ჩადეს ყველაზე ღირებული და აუცილებელი - განათლება.
ისწრაფეთ მხოლოდ ღირებულის მისაღებად და განსამტკიცებლად, რადგან ქვეყნის უკეთესი მომავლის მთავარი შემოქმედნი სწორედ თქვენ ხართ.
პატივისცემით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.


