სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 21 მაისს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ.

 პროექტი განსახილველად გადაეცა  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 28 მაისს,  10:30 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების - . ცაგერი, რუსთაველის . №69-ში მდებარე საკრებულოს შენობის (/ 89.03.22.002) ფართის ნაწილის, ერთი ოთახის -15 კვ... ფართის პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“) ცაგერის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს ,,საჭე ცაგერისთვის (/ 242574727) გადაცემის შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების - . ცაგერი, რუსთაველის . №69-ში მდებარე საკრებულოს შენობის (/ 89.03.22.002) ფართის ნაწილის, შენობის პირველ სართულზე არსებული ერთი ოთახის - 17 კვ.. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“) სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურისთვის“ გადაცემის შესახებ.

 პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 27 მაისს, 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 28 მაისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 28 მაისს.

 

სიახლეები