სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

11 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ნასპერის საჯარო სკოლის პედაგოგებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან-გიორგი მაქარაშვილთან ერთად შეხვდა.
რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მოისმინა ინფორმაციები სკოლებში და სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა და აღნიშნულ ინიციატივაზე მათგან დადებითი შეფასებებიც მოისმინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

სიახლეები