სიახლეები

ცაგერში კარლო მუშკუდიანის 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის მოვალეობის შემსრულებელი, რევაზ ახვლედიანი პოლიტიკოსის, პროფესიონალი მეგზევისა და ბავშვთა „ესთეტიკური აღზრდის ცენტრის“ დამაარსებლის, კარლო მუშკუდიანის 80 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრნენ.
კარლო მუშკუდიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.
ღონისძიება ცაგერის კულტურის სახლში ა/აიპ „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა“ (ხელმძღვენელი მარინე სვანიძე) და „ესთეტიკური აღზრდის ცენტრის“(ხელმძღვანელი ზურაბ ჩანქსელიანი) ორგანიზებით გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის მამაკაცთა ფოლკლორულმა გუნდმა „სალაღობო“, ლენტეხის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ლაგუშედა“, ცაგერის ქალთა ანსამბლმა „მერდინი“, „ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლეჩხუმი“ და პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტმა გულნაზ გოლეთიანმა.

სიახლეები