სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი ფეხბურთში რეგიონული ტურნირის მატჩს დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი ფეხბურთში რეგიონული ტურნირის მატჩს დაესწრო.
მატჩი ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე, რაჭა ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ცაგერის “ხვამლი” ონის “მამისონს” დაუპირისპირდა. მატჩი
ფრედ, ანგარიშით 4-4 დასრულდა.
თამაშს, ასევე, ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


