სიახლეები

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანას მართვის ცენტრის წარმომადგენელმა თათბირის მონაწილეებს მავნებლის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
განიხილეს სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ხაზი გაესვა სამუშაოების ხარისხიანად და ვადების დაცვით შესრულების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე.
სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე ესწრებოდა.

სიახლეები