სიახლეები

ძვირფასო ახალგაზრდებო, მთელი გულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სკოლის დამთავრებას

ძვირფასო ახალგაზრდებო, მთელი გულით და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სკოლის დამთავრებას,ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას,რომელსაც ტრადიციული ზეიმით აღნიშნავთ.
გვჯერა, კვლავ გვასახელებთ თქვენი განათლებით, აღზრდით, წარმატებებით, როგორც სჩვევია ლეჩხუმელ თაობებს.არასდროს შეუშინდეთ ცხოვრების გამოწვევებს და მუდამ განაგრძეთ წინსვლა.
ვულოცავ ჩვენს საუკეთესო პედაგოგებს, მშობლებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!
უფალი გფარავდეთ ცხოვრების გრძელ, ლამაზ და საინტერესო გზაზე!
პატივისცემით,
რევაზ ახვლედიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

სიახლეები