სიახლეები
ქალაქ ცაგერში ცნობილი ექიმის და ღირსეული ლეჩხუმელის ვილიამ გოლეთიანის ხსოვნის საღამო გაიმართა
გარდაცვლილი ქირურგის 100 წლის იუბილე ოჯახის ორგანიზებით და ცაგერის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე უძღვებოდა, მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭყონდიდის ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა.


