სიახლეები
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღე სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
მოეწყო მასობრივი გარბენი, რომელშიც სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ასევე, ასპარეზობა მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში.
საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მუნიციპალიტეტისგან სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!