სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ დეხვირის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის რეაბილიტაცია
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ დეხვირის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის რეაბილიტაცია.
შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე მოეწყობა არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 643 377 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.