სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 28 მაისს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ელენე საღინაძე.
სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ლეთოდიანი.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სამი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.