სიახლეები
ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა
ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა.
მეთორმეტე კლასელებმა საღამო სკოლის დამთავრებას მიუძღვნეს.
ღონისძიებაზე, რომელსაც გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ნათია მიქაძე უძღვებოდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ წმინდა ილია მართლის სახელობის მოსწავლეები და მასწავლებლები.
საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (გიმნაზიის დირექტორი), ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, დეკანოზი იაკობ კვირიკაშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ნოდარი კოპალიანი.
ღონისძიების დასასრულს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა მეუფე სტეფანემ, გიმნაზიის 21-ე კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.


